26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი დემონსტრაციის მონაწილეებმა, რომლებმაც თბილისში, ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე მარშში მიიღეს მონაწილეობა, ხელისუფლებისგან მოითხოვეს ე.წ. აგენტების კანონის უკან წაღება. ვაკის პარკთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ „არ დაიღლებიან“. ამით ისინი ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლას, რომელშიც ის იმედს „ძალის ბოლომდე გამოცლაზე“ ამყარებდა. три „ვერაფერი ვერ გააჩერებს ამ მოძრაობას. 26 მაისი 1918 წელს გამოცხადდა ევროპისა და დასავლეთის მხარდაჭერით. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის და 26 მაისის [დამოუკიდებლობის] მტკიცე მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ჩვენი ბრძოლა არის მტკიცე, ჩვენზე სულ ტყუილად ფიქრობდნენ, რომ დავიღლებოდით. ჩვენ არ დავიღლებით არც შემდეგ დღეებში, ვიდრე რუსულ კანონს არ წაიღებენ უკან და საქართველო არ გახდება ევროპის ნაწილი“, - მიმართა დემონსტრანტებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.три საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. ასევე ნახეთ 1921 და 2024 - ისტორიკოსები საუბრობენ, რამდენად რეალურია ისტორიის განმეორება ასევე ნახეთ პრეზიდენტმა წარადგინა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“ რეფორმები, რომლებსაც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, ითვალისწინებს პარტიების ნაწილი მზადაა შეუერთდეს პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ...