27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 14 და დაშავდა 44 ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ. ...