„ჩემი აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის მხოლოდ ერთი - გამოვხატო და გავაჟღერო ის პოზიცია, რაც სახალხო დამცველს აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მოვედი სიმართლე გითხრათ, კიდევ იმიტომ, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს არის ქვეყანაში, ის დაძაბულობა საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც თითქმის ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმურია ხელისუფლების მიზანი, უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი დააწესოს, თუმცა ამის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანითაც შესაძლებელი იყო. „ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე და გადაავადოს და გაჩნდეს სივრცე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე... ჩემი აზრით, ხშირად უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი იყოს“, - დასძინა მან. სახალხო დამცველს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ვეტოს პროცედურის ფარგლებში ისეთი შეთავაზება წარედგინა პარლამენტისთვის, რომლითაც სხვა კანონში ცვლილებების შეტანა გახდებოდა შესაძლებელი. „მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის, რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ეს არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი და პარლამენტმა თავისი მოქმედებით - ვეტოს არდაძლევით - შეძლოს ამ დისკუსიის სივრცის გაჩენა“, - უპასუხა ანრი ოხანაშვილს ლევან იოსელიანმა. три დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ხვალ კი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება განსახილველად. 14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ასევე ნახეთ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯა...