69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას ადასტურებს რუსთაველის ეროვნული თეატრი. ტრისტან სარალიძე 1980 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. სცენაზე შესრულებული აქვს როლები: ჯამბაზი ("როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), ჭეიშვილი ("საბრალდებო დასკვნა"), პოლიციელი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), მკვლელი ("მაკბეტი"), გელა ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), ქავთარ ("ლამარა"), შაქრო ("კაცია ადამიანი"), ჯარისკაცი ("მეთორმეტე ღამე"), მეათე მსაჯული ("თორმეტი განრისხებული მამაკაცი"). შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში "სიყვარულის ყველას უნდა" შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა. ...