23 მაისს საქართველოს პარტნიორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც „აგენტების კანონს“ შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, შეზღუდვებს დაუწესებენ „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან. შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. „არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება... სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას - ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია - საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე, არანაირი ბმა არ არის. თეორიულად, რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“, რომელზეც გვაქვს გამოცდილება, ბანკებთან ერთად განვიხილავთ და გავდივართ რეაგირების ჩარჩოს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ასევე ნახეთ ვის დაარტყამს ქართული ბანკების აქციების გაუფასურება? - ყველას, და აი რატომ საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი - დოლართან, ევროსთან და 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან მიმართებით „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებიდან რამდენიმე საათში გაუფასურდა. ლარის კურსის შესანარჩუნებლად 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა ნათია თურნავამ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში იკავებდა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას, დეპუტატებს უთხრა, რომ „საჭირო შემთხვევაში“ ბანკი დოლარს კვლავ გაყიდის. გასული წლის სექტემბერში, როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“ დაუწესა სანქციები და შეუზღუდა „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება“, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის არგუმენტები. ...