უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააფორმეს ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მადრიდის მხრიდან უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდებას მიმდინარე წელს. ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მადრიდში, სადაც ზელენსკი 27 მაისს ჩავიდა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელთან და მეფე ფელიპესთან მოლაპარაკებისთვის. ესპანეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება მეათე დოკუმენტია, რომელიც უკრაინამ დასავლელ მოკავშირეებთან გააფორმა - მანამდე კიევმა ხელშეკრულებები დადო ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, კანადასთან, იტალიასთან, ჰოლანდიასთან, ფინეთსა და ლატვიასთან. ასევე ნახეთ ბელგიამ უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა ...