მისი განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას. "დღეს საქართველოს პარლამენტმა ვეტო დაძლია ანტიდემოკრატიული "უცხოეთის აგენტების" კანონზე, რომელიც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება, და ამით კანონპროექტი კანონად იქცა. კანონის მიღებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აშორებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყოფს იმ ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, ქუჩაში დგას. "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროკომისიის, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს ყველაზე ახლო პარტნიორების წუხილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის სტიგმატიზაციას და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას", - თქვა მილერმა. მან გაიხსნება გასულ კვირაში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება სავიზო აკრძალვებთან და აშშ-საქართველოს ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ქმედებების გათვალისწინებით. Error Server error შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით! პრობლემა ჩვენს ტექნიკურ გუნდს გადაეგზავნა შესასწავლად. Please use Search above to see if you can find it elsewhere 28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტი...