ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია „საკნებში ძალიან მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები მათთან დაპირისპირებულები არიან... ისინი მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც პატიმრებთან ასეთი დაძაბულობა ექნებათ. აბსოლუტურად ყველაფერს უშლიან, ვერ ცხოვრობენ, ვერ ჭამენ როგორც უნდათ, ვერც საპირფარეშოთი სარგებლობენ ნორმალურად, აბსოლუტურად ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თვითონ პატიმრები, რადგან აქციაზე არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე აქვთ დაპირისპირება“, - უთხრა დაკავებულების ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“. თეკო მეგენეიშვილის ინფორმაციითვე, ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც 23 წლისაა, ამ მიზეზით თვითდაზიანებების მიყენება სცადა. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს, რომელსაც სხვა პატიმრებთან „პოლიტიკური შეუთავსებლობა ჰქონდა“, საკნის შეცვლა სურდა და ციხის ადმინისტრაციამ მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილა. „მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა“, - წერია ომბუდსმენის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში. 19 და 23 წლის ახალგაზრდები 14 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან დააკავეს რკინის ჯებირის დაზიანებისთვის. მათ ბრალდება წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად მათ პატიმრობა შეუფარდა. ასევე ნახეთ ორი ადამიანი დააკავეს 14 მაისს პარლამენტთან აქციაზე ჯებირის დაზიანების ბრალდებით ადვოკატი განმარტავს, რომ დაახლოებით 400-ლარიანი ნივთის დაზიანებისთვის ორ დაკავებულს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ...