აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, 30 მაისს, შუაღამის შემდეგ, ათზე მეტი აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მტერმა“ რაკეტებით შეუტია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლაი ლუკაშენკომ გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთი საავტომობილო და ერთი სარკინიგზო ბორანი. ლუკაშენკოს თანახმად, მეზღვაურებს და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის, საბორნე მიმოსვლა კი დაზიანებების შეფასების შემდეგ განახლდება. რამდენიმე საათით დაკეტილი იყო ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი. ქალაქი ქერჩი მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ნაპირზე. უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ასევე ნახეთ ანექსირებულ ყირიმზე შეტევის შემდეგ რუსეთი ირწმუნება, რომ სამი ამერიკული რაკეტა ჩამოაგდო უკრაინას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული რუსული სამხედრო და სხვა ის ობიექტები, რომლებსაც რუსეთი ომისთვის იყენებს. ყირიმზე რაკეტებით და დრონებით შეტევა ხშირად ხდება. ...