რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ორი ვერტმფრენი ჩართო მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში 30 მაისს, გამთენიისას, გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. კონკრეტულად რომელ ობიექტზეა ხანძარი და რამ გამოიწვია, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის ხანძრის ფართობი 4000მ² იყო. ჩამოინგრა შენობის სახურავი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის კა-32 და მი-26 ტიპის ვერტმფრენები. ...