უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით, Magura V5-ით ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის უბე ვუზკასთან შეუტიეს რუსეთის სამხედრო კატერებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინული საზღვაო დრონების გაუვნებლების მიზნით, 32-ჯერ აფრინდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები და მოწინააღმდეგემ არტილერიაც გამოიყენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა სპეცრაზმელებმა საბრძოლო ამოცანა შეასრულეს და საზღვაო დრონებით გაანადგურეს რუსეთის ორი, წინასწარი მონაცემებით, სატრანსპორტო-სადესანტო კატერი „ტუნეცი“. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმს“ ყირიმში გაუნადგურა ორი უეკიპაჟო კატერი. ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის გარდა, კრასნოდარის მხარეზე შეტევასაც ადასტურებს ...