გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 30 მაისს გამოაცხადა 500 მილიონი ევროს მოცულობის იარაღის დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას გამოეყოფა. პისტორიუსი ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში, უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან კიევის სამხედრო საჭიროებებზე გამართული მოლაპარაკების შემდეგ. დახმარების პაკეტი მოიცავს დიდ რაოდენობას რაკეტებისა, რომლებიც განკუთვნილია შუა რადიუსის IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, და - უფრო ნაკლები რაოდენობით მოკლე რადიუსის SLS-ის ტიპის რაკეტებს. პაკეტი ასევე ითვალისწინებს დრონებს დაზვერვისთვის და ბრძოლისთვის შავ ზღვაში და ასევე სათადარიგო ნაწილებს გერმანიის მიერ მიწოდებული საარტილერიო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკებისთვის. ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: დადგა დრო, გადაისინჯოს იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები ...