რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ სოფელ ზოზულიში ე.წ. კამიკაძე დრონით იერიში განხორციელდა მიკროავტობუსზე, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა პირი დაშავდა. გუბერნატორის განცხადებით, მიკროავტობუსით შინ ბრუნდებოდნენ სოფლის მეურნეობის საწარმოში დასაქმებულები. ოთხ ქალს და ხუთ კაცს ნამსხვრევებისგან აქვთ ჭრილობები მიღებული და საავადმყოფოში არიან. ტელეგრამის არხი Mash-ი იუწყება, რომ მიკროავტობუსით ღორების ფერმის საწარმოს, "აგრო-ბელოგორიეს" თანამშრომლები მგზავრობდნენ. ამ საწარმოზე მანამდეც განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა, დაიღუპა შვიდი პირი. ბოლო პერიოდში ბელგოროდის ოლქი ყოველდღიურად ხდება უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს, კიევი ამ მოვლენებზე განცხადებას არ აკეთებს. ბელგოროდის ტერიტორიიდან რეგულარულად იბომბება მეზობელი ხარკოვის რეგიონი უკრაინაში. ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ათობით უკრაინული რაკეტა და დრონი ჩამოაგდო. გუბერნატორის თქმით, ერთი ქალი დაიღუპა ...