დღეს, 31 მაისს, დილით განგაში გამოაცხადეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის ზოგიერთ რაიონში მდებარე საწარმოებში და თანამშრომლებს ევაკუაცია მოსთხოვეს. რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მიზეზი დასახელებული არ არის. ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალების მიხედვით, ყაზანის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები მოძრაობენ. დროებით დახურეს ყაზანის და ნიჟნეკამსკის აეროპორტები. ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ყაზანის ქიმიური საწარმოს, „ორგსინთეზისკენ" მიმავალი ერთ-ერთი დრონი ატნინსკის რაიონში ჩამოაგდეს. თათრეთის რესპუბლიკაში საწარმოებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს 23 მაისსაც. ასევე ნახეთ რუსეთში დრონებით დარტყმა იყო, სავარაუდოდ, დრონების მწარმოებელ ქარხანაზე 2 აპრილს დრონებით შეტევა იყო თათრეთის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე. მათ შორის - ელაბუგის ქარხანაზე, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ ეს უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზე ...