„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ თავდაცვის უფლება წარმოადგენს ჩვენი [უკრაინისადმი] მხარდაჭერის ხაზს. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ამ ომში ნატოს ჩათრევა. ეს არის ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიცავთ ჩვენ და იცავენ სხვებიც“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 31 მაისს, ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვის პასუხად. ალიანსის შიგნით კვლავაც არ არის ერთსულოვნება, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას უფლება, გამოიყენოს დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული შორი რადიუსის არტილერია და სარაკეტო დანადგარები რუსეთში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ. უფრო ადრე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ არ ემხრობა უკრაინისთვის გადაცემული გერმანული მოდელის შორი მოქმედების სარაკეტო დანადგარებიდან რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას. ასევე ნახეთ ოლაფ შოლცი არ ემხრობა გერმანული იარაღის გამოყენებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილებისადმი ცალსახა მხარდაჭერა ნატოს პრაღის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ასევე ნახეთ უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრები ანალოგიური მესიჯით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც. ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: დადგა დრო, გადაისინჯოს იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები 30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. ასევე ნახეთ მედია: ბაიდენმა უკრაინას ნაწილობრივ მოუხსნა აკრძალვა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმებზე შეზღუდვების მოხსნას 28 მაისს მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. ...