6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის კორონავირუსის პერიოდში. მთავრობის მიერ ორგანიზებულ ბოლო ღონისძიებაზე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი პრემიერმა ღალატში დაადანაშაულა. რადიო თავისუფლება ბოლო რამდენიმე საათი ცდილობდა გაერკვია, მიიწვია თუ არა შსს-მ პრეზიდენტი ღონისძიებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი. „პოლიციის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება დღეს, 31 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. ...