ევროკავშირის საბჭომ 31 მაისს ირანის სამ უწყებას და ექვს ინდივიდს დაუწესა სანქციები, მათი მონაწილეობისთვის დრონების გადაცემის პროცესებში რუსეთისთვის და ირანის რეგიონული მოკავშირეებისთვის. ორი კვირის წინ ბლოკმა უკვე გააფართოვა ირანისთვის დაწესებული შემზღუდავი ზომები, თეირანის მხრიდან რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და "წინააღმდეგობის ღერძების", ანუ ირანის რეგიონული მოკავშირეების ქსელის მხარდაჭერის გამო. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალურ შტაბ-ბინას, რომელიც სამხედრო ოპერაციებს უწევს კოორდინაციას და ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების საოპერაციო ქმედებებს. ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ შავ სიაში შეიყვანა შტაბ-ბინის ერთ-ერთი მეთაური. ასევე ნახეთ IAEA-ის ხელმძღვანელი ირანშია, ბირთვულ სფეროში ნაბიჯებზე შეშფოთების ზრდის ფონზე ...