ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. ის მიუთითებს ბოლო წლებში პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ, მაგრამ აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი. „საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას - მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა. კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ“, - წერია განცხადებაში. სახალხო დამცველის განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონის მიღება ბავშვებისთვის საჭირო სერვისების შემცირების რისკს ქმნის. „აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს - ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე“, - წერია განცხადებაში. ომბუდსმენი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. „მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს“, - აცხადებს სახალხო დამცვე...