აშშ, იაპონია და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ, რომ ამ ზაფხულს ჩაატარებენ სამმხრივ ერთობლივ სამხედრო წვრთნას - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო 2 ივნისს, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, მინორუ კიჰარამ და სამხრეთი კორეის თავდაცვის მინისტრმა, სინ ვონ სიკმა შეხვედრა გამართეს სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის პარალელურად. მინისტრები "გამოვიდნენ პირობით, რომ კვლავ გააძლიერებენ სამმხრივ თანამშრომლობას, მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კორეის ნახევარკუნძულზე, ინდოეთ-წყნარ ოკეანესა და მათ მიღმა" - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ ზელენსკი ოსტინს სინგაპურში შეხვდა - აშშ კვლავ ადასტურებს დახმარების დაპირებას ...