ბოლო ერთ წელში ფასები ყველაზე მეტად, 12,3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა. უფრო ზუსტად: ავტომობილის რეცხვა გაძვირდა 41%-ით; ბენზინი - 32%-ით; ავტომობილის შეკეთება 16%-ით. 7,7-პროცენტიანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში. კერძოდ: რესტორანში ხინკალი გაძვირდა 12%-ით; ყავა კაფეში - 12%-ით; ლუდი კაფეში - 5%-ით; ხაჭაპური რესტორანში - 5%-ით. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა ჯამში 3,5 პროცენტით: ლუდი - 10%-ით; ჩამოსასხმელი ღვინო 8%-ით. ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად: ნიორზე - 99%-ით; მწვანილზე - 68%-ით; ატამზე - 66%-ით. საქართველოს მთავრობას 2024 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3% აქვს მიჩნეული. მაისის წლიური მაჩვენებელი ამ ნიშნულზე დაბალია. ...