რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს ორი ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი-კ“. ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა ორივე რაკეტა ჩამოაგდეს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ გარეუბანში დააზიანა სახლები და საავადმყოფოს შენობა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ...