უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსეთის არმიამ დაახლოებით 512 420 ჯარისკაცი დაკარგა, - ამის შესახებ თავის ბოლო ანგარიშში წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიამ კიდევ დაახლოებით 1 290 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ანგარიშში არ არის დაზუსტებული, დანაკარგები მხოლოდ დაღუპულებს გულისხმობს, თუ დაჭრილ და მწყობრიდან გამოსულ ჯარისკაცებსაც. გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის არმიამ ასევე დაკარგა: 7 794 ტანკი (+15); 15 020 ჯავშანტექნიკა (+18); 13 345 საარტილერიო სისტემა (65); 1 092 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (+2); 827 საჰაერო თავდაცვის საშუალება (+3); 357 თვითმფრინავი (+1) და სხვა სამხედრო და სპეციალური საშუალება. რუსეთი თავის სამხედრო დანაკარგებზე არ საუბრობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5 937 დაღუპულზე. სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება არ საუბრობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს გაამხილა პირველად უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ დაუსახელებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა. ასევე ნახეთ "ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუსი მოდის" - აცხადებს ზელენსკი ხარკოვისთვის ბრძოლებში დანაკარგებზე ასევე ნახეთ სულ მცირე 53,5 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში - ახალი დამოუკიდებელი ანგარიში ...