ლვოვში დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს პარამედიკოსი ირინა ("ჩეკა") ციბუხი, რომელიც 29 მაისს ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა, როტაციის დროს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, ირინა შეუერთდა ბატალიონ "ჰოსპიტალერებს", რომელიც დაჭრილების ევაკუაციას ახდენს. ირინა რთულ ოპერატიულ ვითარებაში მუშაობდა უგლედარის, ავდეევკის, მარინკის და ბახმუტის მახლობლად და ბატალიონის შემადგენლობაში არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია და გადარჩენა მოახერხა. პარამედიკოსის საეკლესიო პანაშვიდი კიევში, მიხაილოვის საკათედრო ტაძარში გაიმართა. შედეგ კი ირინა ციბუხს თანამებრძოლები და კიევის მოქალაქეები კიევის მთავარ მოედანზე, „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“ გამოეთხოვნენ. ცერემონია ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ირინამ თავის ახლობლებს სიკვდილამდე დაუბარა. "ყვავილების მაგივრად დონატები (შემოწირულება) ბატალიონისთვის. ჩაცმულობა - ვიშივანკა ან კომუფლირებული სამხედრო ფორმა (მოქმედი სამხედროებისა და ვეტერანებისათვის)", - ნათქვამია სამედიცინო ბატალიონ "ჰოსპიტალერის" საიტზე. ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წელს ირინა ციბუხი დააჯილდოვა ორდენით „დამსახურებისთვის“. ასევე ნახეთ უკრაინელი ქალები მტრის სამიზნეში ...