ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალი წლის პირველი ნახევრის ბოლომდე სრულად შეწყვეტს რუსული ნავთობის მოხმარებას. ამას ის მიაღწევს ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) მოცულობის გაზრდით. ფიალამ 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა მიმდინარე წელს დასრულდება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ნავთობის მოცულობის გაზრდა 4 მილიონ ტონამდე. გაზრდილი მოცულობით ნავთობის ტრანსპორტირების შედეგად ჩანაცვლდება რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობი. ამ ნავთობის ექსპორტს რუსეთი, მანამდე კი საბჭოთა კავშირი, ექვსი ათეული წლის განმავლობაში ახორციელებდა ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. რუსული იმპორტის სხვა ნავთობით ჩანაცვლებაზე ზრუნვა ჩეხეთმა, ისევე როგორც ევროპის მრავალმა სხვა ქვეყანამ, დაიწყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. ...