ორგანიზაცია იუწყება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების, ბესიკ სოლომანაშვილის, ნანა დოლიძის, დავით ფირცხალავას, ია შუღლიაშვილის, ნინო შველიძისა და იოსებ ბლიაძის სარჩელი „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის” წინააღმდეგ. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო საექსპერტო კომისიიდან ამ პირების გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ცენტრს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად ანაზღაურება დაავალა. 2022 წლის აპრილში, "პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად" გამოცხადებული კონკურსის ჟიური ახალი შემადგენლობით ჩაანაცვლა კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ კახა (კარლო) სიხარულიძემ. იგი ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მინისტრმა თეა წულუკიანმა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ამ პოზიციიდან გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა. ასევე ნახეთ კინოცენტრის კონკურსის დამტკიცებული ჟიური კარლო სიხარულიძემ ახლით ჩაანაცვლა "14 თებერვალს კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა და დამტკიცდა 2022-23 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა განმხილველი საექსპერტო კომისიის წევრთა შემადგენლობა. კომისიას გადაეცა საკონკურსოდ შემოსული 15 განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაციით და ვიზუალური მასალით. კომისიას მიეცა 45 დღიანი ვადა პროექტების შესაფასებლად (ყოველი პროექტისთვის 3 დღე) და 28, 29, 30 მარტს დაინიშნა გასაუბრების განრიგი, რის შესახებაც ასევე ეცნობათ კონკურსანტებსაც. თუმცა, 18 მარტს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლების და აღნიშნულ თანამდებობაზე 3 წლის ვადით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კარლო (კახა) სიხარულიძის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 23 მარტს კომისიის წევრებს ელ.ფოსტით ეცნობათ გასაუბრების გადავადების შესახებ და იქვე პირობა, რომ ახალი ვადების განსაზღვრისთანავე დამატებითი შეატყობინებდნენ კომისიის წევრებს. 6 აპრილს, კომისიის წევრებმა განცხადებით მიმართეს კინოცენტრის ახალ დირექტორს მიეწოდებინათ ინფორმაცია გასაუბრების ახალ ვადებთან დაკავშირებით, რაზეც 15 აპრილს კომისიას აცნობეს, რომ კინოცენტრის დირექტორის ბრძანებით, აღნიშნულ კონკურს ახალდანიშნული საექსპერტო კომისია განიხილავს და რომ ეს გადაწყვეტილება 28 მარტს იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურმა კომისიამ შეხვედრის თხოვნით მიმართა კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობას, აღნიშნული თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ჩვენთვის დღემდე პასუხგაუცემელია, თუ რამ განაპირობა ერთი კომისიის მეორე კომისიით ჩანაცვლება", - წერდა ფეისბუქზე მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი, რომელიც მიიჩნევს, ...