ბულგარეთის სასამართლომ დაარღვია ჟურნალისტ როსენ ბოსევის სამართლიანი პროცესის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) მიიღო 4 ივნისს. 2019 წლის მაისში ბულგარეთის სასამართლომ ბოსევი ცილისწამებაში ცნო დამნაშავედ და მას 500 ევროს გადახდა დააკისრა. მაშინ სასამართლოს თავმჯდომარეობდა მოსამართლე პეტია კრუნჩევა. ბოსევის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ბულგარეთის ფინანსური ზედამხედველობის კომისიის თავმჯდომარემ, სტოიან მავროდიევმა. მავროდიევმა ბოსევს უჩივლა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა, რომელიც მისგან სატელევიზიო ინტერვიუს იღებდა, თქვა, რომ მავროდიევმა ნარკოტრაფიკინგის შედეგად მოპოვებული ფულის გათეთრებას შეუწყო ხელი და თავისი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა ფინანსური ზეწოლისთვის ორ პუბლიკაციაზე - „კაპიტალ უიკლისა“ და „დნევნიკზე“. იმ პერიოდში ბოსევი „კაპიტალ უიკლის“ თანამშრომელი იყო. ...