აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში საფრანგეთში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრა გაიმართება ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის დღის მე-80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი 4 ივნისს. ზელენსკის 7 ივნისს პარიზში უმასპინძლებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც - აცხადებს ელისეს სასახლე. პარალელურად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ამბობს, რომ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტში, რომელიც 13-15 ივნისსაა დანიშნული იტალიის სამხრეთში. ასევე ნახეთ ზელენსკი ოსტინს სინგაპურში შეხვდა - აშშ კვლავ ადასტურებს დახმარების დაპირებას ...