პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს, 3 ივნისს ზედიზედ მეორედ მიუსაჯეს სამარტოო საკანში ყოფნა 12 დღით მაშინ, როცა 15-დღიანი ყოფნის შემდეგ, იმ დღეს უნდა დაეტოვებინა იგი, ვკითხულობთ იაშინის ტელეგრამის არხზე 4 ივნისს. იაშინს რვა წლით და ექვსი თვით აქვს მისჯილი პატიმრობა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის კრიტიკის გამო. პირველად ის სამარტოო საკანში მოათავსეს თავისი განყოფილების განსაზღვრულ დროზე სამი წუთით გვიან დატოვებისთვის. იაშინის თქმით, მაშინ ის იმიტომ დასაჯეს, რომ ჩაშლილიყო მისი სამდღიანი შეხვედრა მშობლებთან, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იყო დანიშნული. ასევე ნახეთ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი იაშინი მიიჩნიეს "ექსტრემიზმის გავრცელებისკენ მიდრეკილად" ...