საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტიდან „დარიალი“ დროებით გაიყვანეს საქართველოს საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული ევაკუაცია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე მიიღეს სასიგნალო შეტყობინება. შსს-ს ცნობითვე, ტერიტორიას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან ათვალიერებენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები. პრევენციის მიზნით დაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან. ასევე ნახეთ მეწყერი დარიალის ხეობაში ...