შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ დაწესებული საავტომობილო შეზღუდვები მოხსნა. შსს-მ გადაწყვეტილება მიიღო გარემოს ეროვნული სააგენტოს იმ რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ეხებოდა. განცხადების თანახმად, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დღეს დილით შევიდა სასიგნალო შეტყობინება დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში, ცვლილებას აფიქსირებს. „შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია“, - აცხადებს შსს. ასევე ნახეთ „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია, ამასთან, ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან სპეციალისტები. ასევე ნახეთ ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - გარემოს ეროვნული სააგენტო ...