საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ სამშვიდობო სამიტში - აცხადებს მაკრონის ოფისი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის, სერჰი ნიკიფოროვის თქმით, 15-16 ივნისის სამიტში მონაწილეობის მიღება დაადასტურა 107-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ. უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოიპოვებს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას იმ პირობებისთვის, რომელთა შესრულებასაც აუცილებლობად მიიჩნევს რუსეთთან ომის დასასრულებლად. აშშ სამიტზე წარმოდგენილი იქნება ვიცე-პრეზიდენტით, კამალა ჰარისით და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით, ჯეიკ სალივანით. რუსეთი სამიტზე მიწვეული არ არის. ასევე ნახეთ აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ...