ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე, დასმული კითხვების პასუხად საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მან წუხილი გამოთქვა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე და განმარტა, რომ ევროკავშირი არ ერევა პარტნიორების საშინაო საქმეებში, მისი სიტყვებით მოქალაქეებმა მათ შორის ახალგაზრდებმა თავისი არჩევანი 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე უნდა გააკეთონ. „ეს თქვენი, როლია თუ არ მოგწონთ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან რომელიმე კონკრეტული პარლამენტის წევრი 26 ოქტომბერს თქვენი პოზიციის გამოხატვა შეგეძლებათ, მე შემიძლია გითხრათ ხმამაღლა და ნათლად, ჩვენ ევროკავშირი ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან. ამას ვაკეთებთ ახლაც და ამასვე გავაგრძელებთ არჩევნების შემდეგ. ჩვენ შეიძლება მოგვწონს ვინმე შესაძლოა არ მოგვწონს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თუ ხალხი მივა და ხმას მისცემს. ამის შემდეგ შეიქმნება მმართველი უმრავლესობა, ეს მმართველი უმრავლესობა აირჩევს პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს... ჩვენ არ ვერევით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში, იმისგან განსხვავებით რაც აქ მოგვისმენია. ვინაიდან ბევრი რამ რაც ითქვა ევროკავშირზე ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. სამწუხაროდ ახლახან, გუშინ მოვისმინე, რომ ევროკავშირი აფინანსებს ტერორიზმს, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, რომ ევროკავშირის ავიწროებს საქართველოს, იყო საბჭოთა კავშირისა და ევროკავშირის შედარება, ეს ყველაფერი მოდის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლებისგან. არა! ეს არ არის მართალი. არა - ეს არ არის სწორი! ჩვენი ფინანასური მხარდაჭერა საქართველოსადმი უკიდურესად გამჭვირვალეა. მეტიც ჩვენ ვამაყობთ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეულით“,- თქვა ჰერჩინსკიმ. პაველ ჰერჩინსკიმ გამოხატა იმედი, რომ საქართველოში გამოთქმულ მცდარ განცხადებებს უკუშედეგი არ მოჰყვება. "ევროკავშირის დადანაშაულება ტერორიზმის დაფინანსებაში - გთხოვთ, თუნდაც ეს ყველაფერი პოლიტიკური კამპანია იყოს, მესმის, აქ ცხოვრების თითქმის ორწლიანი გამოცდილებით რომ ყველაფერი ძალიან ემოციურია, ხალხი ისეთებს ამბობს, მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა, ამ რაღაცებს ისმენენ ევროპის დედაქალაქებშიც სადაც ხალხს არ ესმის ეს ვნებები და ემოციები და თავის თავს ეკითხებიან, უკაცრავად, სწორად გავიგე? ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ტერორიზმს? ევროკავშირი ავიწროებს საქართველოს? და მე მხოლოდ შემიძლია იმედი ვიქონიო, რომ ეს ზიანი, ვინაიდან ნათელია, რომ ეს არის ზიანი, რომელიც მიადგა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ამას არ ექნება უკუშ...