უკრაინის ჰიდროელექტროკომპანია Ukrhydroenerho 6 ივნისს აცხადებს, რომ დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რათა რუსეთმა აანაზღაუროს 2023 წლის ივნისში ნოვა-კახოვკის კაშხლის და ჰესის განადგურება. სახელმწიფო კომპანია არ აკონკრეტებს, სად დაიწყო საარბიტრაჟო პროცესი, თუმცა ამბობს, რომ ზარალი შეადგენს 2.5 მილიარდ ევროს. ნოვა-კახოვკის ჰესი მოსკოვის ძალებმა დაიკავეს მალევე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. კიევი რუსეთის ძალებს ადანაშაულებს მის აფეთქებაში 2023 წლის 6 ივნისის ღამეს. კაშხლის განადგურებას მოჰყვა დიდი არეალის და ასობით სახლის დატბორვა, ასობით ოჯახი დარჩა სასმელი წყლის გარეშე, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს არ მიეწოდებოდა წყალი, რომელიც მას რეაქტორების გასაგრილებლად ესაჭიროება. ...