ბელარუსში, მოგილევის რაიონის ოსიპოვიჩში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შენდება ორი ახალი ანგარი. ისინი ზომით და ფორმით ჰგვანან ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ სადგომებს, რომლებიც აქ ერთი წლის წინ აშენდა. ანგარების სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა მოიპოვა, მოჩანს ასევე მიტოვებული ყაზარმისა და ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია. ჟურნალისტების გათვლებით, თითოეულ ასეთ ანგარს 12 საბრძოლო მანქანის დატევა შეუძლია. ეს არის ზუსტად კომპლექს „ისკანდერის“ სტანდარტული დივიზიის ზომა რუსეთის არმიაში. იგი მოიცავს 6 სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას: სამეთაურო და საშტაბო მანქანას, ქმედუნარიანობის უზრუნველყოფის მანქანას, თვითმავალ სარაკეტო გამშვებს, სატრანსპორტო-დამტენ მანქანას, ინფორმაციის მომზადების მობილურ პუნქტს და რეგულირებისა და ტექნიკური მომსახურების მანქანას. ლუკაშენკას მიერ 2024 წლის თებერვალში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსს უკვე ჰყავს ორი დივიზია, ანუ დაახლოებით 24 ასეთი სამხედრო მანქანა, რომელთაგან 8 ატარებს რაკეტებს. „ისკანდერის“ პირველი სარაკეტო სისტემების ბელარუსისთვის გადაცემის შესახებ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2022 წლის 19 დეკემბერს პუტინთან შეხვედრისას გამოაცხადა. 2023 წლის თებერვალში, რუსეთის სასწავლო მოედნებზე მიღებული მომზადების შემდეგ, ბელარუსმა სამხედროებმა დაიწყეს კომპლექსის დამოუკიდებლად მართვა. 2023 წლის 25 მარტს პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა. იმავე წლის აპრილში ბელარუსელმა სამხედროებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს. ასევე ნახეთ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში: უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რას აპირებს და რა შეუძლია რუსეთს? სამხედრო ნაწილი, რომელზეც ამჟამად ახალი ანგარების მშენებლობა მიმდინარეობს, ოსიპოვიჩის საცდელი პოლიგონიდან 7, ხოლო 1405-ე საარტილერიო საბრძოლო მასალის ბაზიდან 12 კმ-ში მდებარეობს. გამოცემა New York Times-ისა და ამერიკელ მეცნიერთა თანახმად, რუსეთისგან მიღებული ბირთვული ქობინები შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიის სწორედ ამ ნაწილზე ინახებოდეს. „ისკანდერი“ რუსული ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების ჯგუფს განეკუთვნება. მის მთავარ მიზანს პოტენციური მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების: ხიდების, საწყობების, სამეთაურო პუნქტებისა და საკომუნიკაციო ცენტრების, თვითმფრინავების და შვეულმფრენების აეროდრომების და ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება წარმოადგენს. „ისკანდერ M“-ის რაკეტების ფრენის დიაპაზონის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ს შეადგენს. ანუ ბელარუსში განლაგებულ ამ რაკეტებს შეუძლიათ საფრთ...