საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. პარლამენტის სპიკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა დაიმსახურა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. три „საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს წევრ 5 ქვეყანას და ევროკავშირის 2 ქვეყანას 2024 წლის თავისუფლების ინდექსის მიხედვით. ამ ყოვლისმომცველი ინდექსის მიხედვით შეფასებულია 164 ქვეყანა სამოქალაქო თავისუფლებების, პოლიტიკური უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი არჩევნებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კრიტერიუმებით. საქართველოს პროგრესი შთამბეჭდავია და ხაზს უსვამს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს უკვე ექნებოდა გახსნილი გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, - წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკომისიამ საქართველოს პროგრესი წლის ბოლოს ხელახლა უნდა შეაფასოს. თუმცა ამ პროცესს ხელს უშლის „აგენტების კანონი“, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მაისის ბოლოს საბოლოოდ დაამტკიცა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ. კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები, მუდმივად აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „აგენტების კანონი“ ხელს შეუშლიდა და შეაჩერებდა საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე ნახეთ ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოდის 7 ივნისს, გაზეთმა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 1 ივლისამდე, ვიდრე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე, როტაციით, უნგრეთი გახდება. რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილმა უნგრეთმა არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებით. სხვადასხვა დროს, ევროკავშირის წევრებს ხანგრძლივი განხილვები და ალტერნატიული გამოსავლის ძიება დასჭირდათ. „წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია“, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი ანა პიზონერო. უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პირობები იყო ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პი...