ნატო უკრაინაში ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ნატოს "უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის" პოზიცია უკრაინაში, შესაძლოა, უკვე ბლოკის საიუბილეო ვაშინგტონის სამიტზე ივლისში წარადგინონ. სპეციალური წარმომადგენელი კოორდინაციას გაუწევს უკრაინისათვის სხვადასხვა სახის, მათ შორის, სამხედრო დახმარებას. ნატოს ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ სიგნალებს გაუგზავნის როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. ალიანსის ზოგიერთი წარმომადგენელი მხარს უჭერს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, როგორც უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართულ კიდევ ერთ ნაბიჯს. სხვები ამ პოსტს "სანუგეშო პრიზს" უწოდებენ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ადრე ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო, შეერთებული შტატები და გერმანია შეეწინააღმდეგნენ ნატოში უკრაინის წელს გაწევრიანებას. ასევე ნახეთ ბაიდენის თქმით, უკრაინაში მშვიდობა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ის ნატოს წევრი გახდება ნატოს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა განიხილება, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული ღონისძიებების ფართო პაკეტის ნაწილი. მისი კიდევ ერთი ნაწილი უნდა გამხდარიყო უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდი დოლარის მოცულობის, ხუთწლიანი ფონდის შექმნა. მაგრამ, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ნატოელმა მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ამ ინიციატივას. ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პროცესი იქნება ნატოსთვის ფონდის ნაცვლად, სტოლტენბერგი ახლა დაჟინებით მოითხოვს ბლოკის წევრებისგან 43 მილიარდი დოლარის მოცულობის ყოველწლიური დახმარების შენარჩუნებას. აშშ-ის წვლილი თანხის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ნატო იმედოვნებს, რომ ეს კიევისთვის მხარდაჭერის დონეს უფრო პროგნოზირებადს გახდის - განსაკუთრებით აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. წინადადება ნატოს ქვეყნებს შორის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. გაურკვეველი მხოლოდ უნგრეთის პოზიციაა. ბუდაპეშტი ითხოვს, რომ მიეცეს შესაძლებლობა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებაზე. ასევე ნახეთ ნატოს მომდევნო სამიტმა უკრაინის წევრობისთვის „ხიდის როლი“ უნდა შეასრულოს - ენტონი ბლინკენი ...