საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აანონსებს, რომ პარლამენტი შეიმუშავებს „ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ დამცავ“ მექანიზმებს. დეპუტატი ბოლქვაძე მიმართავს მათ, ვისაც, მისი სიტყვებით, „ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ“. „დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა. კანონი ითვალოსწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით“, - წერს ბოლქვაძე 7 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში. ელისო ბოლქვაძის თანახმად, საქართველოს პარლამენტი „სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში“. ფეისბუკის ამ პოსტზე დეპუტატ ბოლქვაძეს მონიშნული ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები: დიტო სამხარაძე, ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი და ეკა სეფაშვილი. წინა დღეს მან ფეისბუკზე დაწერა, რომ „სამარცხვინო და მუქარის შემცველ“ შეტყობინებებს უგზავნიან სხვადასხვა ქვეყნიდან და რამდენიმე „სქრინი“ გამოაქვეყნა. три პარალელურად, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა ისევ გრძელდება. 7 ივნისს, აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა. 31 მაისის დილას არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები დახვდათ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ელისო ბოლქვაძემ პოსტზე მონიშნა, თავად ემუქრება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე ნახეთ „შეიძლება ფიზიკურადაც გაგვისწორდნენ“ - არასამთავრობოების ოფისებზე ისევ გაჩნდა მუქარის წარწერები 31 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დადის ქუჩაში რამდენიმე ნიღბიანი პირი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისების კედლებზე უხამსობებს წერენ და იგინებიან, კვერცხებს ესვრიან შენობებს, მათ შორის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ოფისებს. ფეისბუკზე ვიდეოს თან ახლავს დიმიტრი სამხარაძის სიტყვებიც, სადაც ის იმუქრება, რომ ისინი ოპონენტებს კრიტიკას მტკივნეულად დაუბრუნებენ: „ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ!“ ასევე ნახეთ ტერორი „მარწყვის არომატით“ - გინებისა და მუქარის ახალი ტალღა ...