სამხრეთ კორეა კვირას იწყებს რადიომაუწყებლობას ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლების საშუალებით. კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ცნობით, რესპუბლიკის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შეეძლებათ მოისმინონ ახალი ამბები და სხვა გადაცემები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტულ მედიასთან. სეულის თანახმად ეს არის საპასუხო ნაბიჯი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან მომდინარე "ნაგვიან თავდასხმებზე". მაისის ბოლოდან ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთისკენ ათასზე მეტი ბუშტი გაუშვა, რომლებზე ნაგვის ტომრები იყო მიბმული. ფხენიანმა, თავის მხრივ, ასე უპასუხა სამხრეთ კორეას, რომელიც ასევე საჰაერო ბუშტებით ჩრდილოეთში ავრცელებდა აკრძალულ მუსიკას, ფილმებს და ასევე ბარათებს, რომლებშიც ხალხს კიმ ჩენ ინის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ. სეული ხმის გამაძლიერებლებით მაუწყებლობას ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე პერიოდულად, 2004 წლიდან ახორციელებს. ჩრდილოეთ კორეა შიშობს, რომ შესაბამისი წინააღმდეგობის გარეშე, არაცენზურირებული ამბები და აკრძალული მუსიკა სასაზღვრო ჯარების დემორალიზაციას მოახდენს. ასევე ნახეთ ჩრდილოეთ კორეაში გააუქმეს ყველა კანონი სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ...