რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა ათასობით მიგრანტი და უცხოელი სტუდენტი, ებრძოლათ უკრაინაში, კერძოდ, მონაწილეობა მიეღოთ ხარკოვის რეგიონში მიმდინარე რუსეთის შეტევით ოპერაციაში, - წერს 9 ივნისს Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით. "იმ ტაქტიკის გამოყენებით, რომელიც პირველად „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ დაინერგა, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ემუქრებიან აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშებს, რომ არ გაუგრძელებენ ვიზებს, თუ ისინი არ დათანხმდებიან ჯარში წასვლას", - ნათქვამია სტატიაში. Bloomberg-ი, ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზოგიერთი აფრიკელი, რომლებიც რუსეთში სამუშაო ვიზებისთვის არიან დაკავებული და იძულებულნი არიან არჩევანი დეპორტაციასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას შორის გააკეთონ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ უცხოელებს სარისკო საბრძოლო მანევრებში იყენებენ უფრო გაწვრთნილი რუსული დანაყოფების შესანარჩუნებლად. "უკრაინის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ბრძოლის ველზე დატყვევებულ პატიმრებს შორის მათ შენიშნეს უცხოელი დაქირავებულების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. მათი [უკრაინელი ჯარისკაცების] თქმით, განსაკუთრებით ამბობენ აფრიკელები და ნეპალელები", - წერს გამოცემა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ასევე ნახეთ ნეპალში დააკავეს 12 პირი, რომლებიც მოხალისეებს აგროვებდნენ რუსეთის არმიაში საბრძოლველად ასევე ნახეთ უკრაინაში დაიღუპა რუსეთის მიერ დაქირავებული ექვსი ნეპალელი მებრძოლი ...