საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში საჭირო იქნება 486 მილიარდი აშშ დოლარი. ყველაზე დიდი წილი განადგურებულ საცხოვრებელ ფონდზე მოდის. URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები. კონფერენციის ფარგლებში განიხილება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად მასპინძლობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძე ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ასევე ნახეთ გამოცხადდა ახალი ინიციატივა უკრაინის დანგრეული ქალაქების აღსადგენად უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში მწვავე პოლიტიკური განცხადებები ხშირია. ბოლო ასეთი სიმწვავის ფონია საქართველოში მიღებული "აგენტების კანონი". რომლის მიზნებს შორისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის "უკრაინიზაციისგან" დაცვა დაასახელა. რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პახუსი მოჰყვა "ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური „უკრაინიზაცია“, - ეწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ასევე ნახეთ კობახიძის 5 აქცენტი „აგენტების კანონზე“ - რა და ვის ბრალდება "აგენტების კანონის" კონტექსტში საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას იღებს ევროკავშირი...