აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს ათ ივნისს, კრიტიკულ პერიოდში, როცა ვაშინგტონი ცდილობს ჰამასზე (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) და ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა შეწყდეს ცეცხლის ღაზის სექტორში და არ გავრცელდეს ომი ლიბანზე. 7 ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთი არეალს, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში ყველაზე სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება მოხდა, ეს იქნება აშშ-ის უმაღლესი დიპლომატის მეშვიდე მოგზაურობა რეგიონში და ის იორდანიასა და კატარსაც ეწვევა. ბლინკენი ხვდება ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდალ ფათაჰ ალ-სისის და შემდეგ ეწვევა ისრაელს, სადაც პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე იოავ გალანტს, თავდაცვის მინისტრს, მოელაპარაკება. ამ შეხვედრების წინ ჰამასმა მოუწოდა ბლინკენს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დაასრულოს ომი და გამოაცხადა მზადყოფნა, დადებითად შეხვდეს ყოველგვარ სამშვიდობო ინიციატივას. Reuters-ი იხსენებს, რომ 31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ისრაელის მხრიდან სამფაზიანი წინადადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტას, ისრაელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ღაზის სექტორის აღდგენას. ასევე ნახეთ გადადგომის შესახებ განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ...