იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯიორჯია მელონის პოლიტიკურმა გაერთიანებამ, კონსერვატიული პოზიციის „იტალიის ძმებმა,“ ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა და თავისი პოზიციები გაიმტკიცა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. Reuters-ის ცნობით, თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ, "იტალიის ძმებმა“ ხმების 28,8 % მოაგროვეს, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის წინა არჩევნებზე, 2019 წელს და უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე 2022 წლის არჩევნებზე, რის შემდეგად ის ხელისუფლებაში მოვიდა. მელონიმ თქვა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ევროპასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში „იტალია წარმოადგენს ყველაზე ძლიერ მთავრობას“. მელონი თვლის, რომ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. იტალიის ოპოზიციურმა, მემარცხენე ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 24 % მოაგროვა მაშინ, როცა მეორე ოპოზიციურმა ჯგუფმა, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ 9,9 % მიიმხრო და თავისი დაარსების შემდეგ 2009 წლიდან, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ იტალიის მმართველმა კოალიციამ, რომელშიც მემარჯვენე - ცენტრისტული პარტიები და ულტრამემარჯვენე ძალები შედიან, 47 % მიიმხრეს. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“(EPP) ექნება. ასევე ნახეთ ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება ...