უკრაინის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მუსტაფა ნაიემი გადადგა ერთი დღით ადრე მანამ, სანამ ბერლინში გაიხსნება მასშტაბური კონფერენცია უკრაინის აღდგენის შესახებ, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ. ნაიემი 10 ივნისს სოციალურ ქსელებში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო "სისტემური წინაღობების გამო, რომლებიც არ მაძლევდა ჩემი მოვალეობების ეფექტიანად შესრულების საშუალებას". ნაიემის თქმით, ნოემბრის შემდეგ მისი გუნდი აწყდება "მუდმივ წინააღმდეგობას" სააგენტოს მოვალეობების შესრულებისას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის გადაწყვეტილების სახით, რომლითაც მას არ მიეცა კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება. მუსტაფა ნაიემი გავლენიანი საჯარო ფიგურა და ჟურნალისტია, იგი 2023 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა სააგენტოს. მანამდე, 2021 წლის აგვისტოდან, მუშაობდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ. ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ...