11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა სამოქალაქო აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტის გამო. აქუბარდიამ თქვა, რომ ახალგაზრდა კაცს ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფები გაუსწორდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდგომ. „ასე აპირებთ, რომ საქართველო აცხოვროთ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სცემოთ და დაასახიჩროთ?! - მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს და დაამატა, - თქვენი განცხადების შემდგომ ასეთი რამ ხდება და თქვენ ოდნავ მაინც სინდისი უნდა გაწუხებდეთ... თქვენი მოწოდებით, თქვენივე ზონდერები თავს დაესხნენ ახალგაზრდა კაცს“.три ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს. ასევე ნახეთ „შეიძლება ფიზიკურადაც გაგვისწორდნენ“ - არასამთავრობოების ოფისებზე ისევ გაჩნდა მუქარის წარწერები 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს. გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი. ასევე ნახეთ მოქალაქე ამბობს, რომ აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ დააკავეს ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა. პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. ასევე ნახეთ მოქალაქე ამბობს, რომ ნინო წილოსანის ადევნების საქმეზე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს ...