ლაზარე გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ მის მიმართ პატივისცემას გამოხატავს "სწორ მხარეს დგომისთვის". "მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი, 22 წლის და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ იმისთვის, რომ სწორ მხარეს იბრძვით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარხართ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენი პრეზიდენტი ხართ. მადლობა დიდი", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა. ამაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას მოკლედ უპასუხა, რომ შეწყალება არის ის, რაზეც მადლობა არ ითქმის. დღეს, 11 ივნისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ხვდება. ღონისძიების გახსნისას მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმისთვის, რომ მსოფლიოს აჩვენეს "საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული". ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა ლაზარე გრიგორიადისის საქმის ქრონოლოგია: „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა. 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტებელი განცხადებებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. 2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს ორი წლის წინანდელ დანაშაულზე წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგორიადისმა მამა - ბექა გრიგორიადისი - დაჭრა. 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი. 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სასამართლო სხდომა. 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დანაშაულებზე სასჯელის უმაღლესი ზომა 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას, - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქ...