უკრაინის ქალაქ კუპიანსკის ყოფილი მერი, გენადი მაცეგორა რუსეთში დაიღუპა თავდასხმის შედეგად. მას თავის სახლთან ესროლეს ბელგოროდის ოლქში. ყოფილ მოხელეს უკრაინაში ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი - რუსეთის არმიასთან თანამშრომლობაში 2022 წელს, როცა ქალაქი მოწინააღმდეგემ დაიკავა. მაცეგორას სიკვდილის შესახებ იტყობინებიან სააგენტოები ასტრა და ბაზა. ცნობა გავრცელა მისმა დედამ, ლუდმილამ. ინფორმაცია თავიდან დაუდასტურა უკრაინის საზოგადოებრივ ტელეარხს უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ინფორმაციას დადასტურება ესაჭიროება. ადრეიტყობინებოდნენ, რომ მაცეგორას ესროლეს სტარი სოკოლში და ის მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს. 28 თებერვალს ხარკოვის საოლქო პროკურატურამ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა მაცეგორას წინააღმდეგ. უკრაინული მედია პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ „მერმა წინასწარი განზრახვით ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ხელშეუხებლობის, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“. ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, მაცეგორა მუშაობას მარტშიც აგრძელებდა. თუმცა 25 მარტის შემდეგ მერიის ოფიციალურ ფეისბუკზე ის აღარ გამოჩენილა. ასევე ნახეთ რუსული ჯარები გააფთრებით ცდილობენ დაიპყრონ ქალაქი კუპიანსკი - ვიცე-პოლკოვნიკი ივან შევცოვი ...