აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 ივნისს განაცხადა, რომ მან ყატარელ და ეგვიპტელ შუამავლებს გარკვეული "შენიშვნებით" პასუხი გასცა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებას, რომელსაც აშშ უჭერს მხარს. ჰამასმა და პატარა დაჯგუფებამ - ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა - ისლამურმა ჯიჰადმა განაცხადეს, რომ მზად არიან "დადებითად იმოქმედონ შეთანხმების მისაღწევად" და რომ მათი პრიორიტეტია ომის "სრული შეჩერება". ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განუცხადა ლიბანის ტელევიზიას Al-Mayadeen-ს, რომ ჯგუფმა "შუამავლებს მიაწოდა გარკვეული შენიშვნები წინადადების გარშემო ". AP-ის თანახმად, მან დეტალები არ გაამხილა. 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის, ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე იერიში მიიტანა. ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა. ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ასევე ნახეთ გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ასევე ნახეთ „დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს ბაიდენის გეგმას ღაზაში ომის დასასრულებლად ...