რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. პასუხად ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია მოგერიებული რუსული რაკეტების და დრონების რიცხვს არ ასახელებს. კიევში ღამის სამი საათის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. განგაში თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ...