პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი - რომელსაც რვანახევარი წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის კრიტიკისთვის - ამბობს, რომ არ დათანხმდება გაიცვალოს დასავლეთში დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებზე, თუკი ამგვარი წინადადება წამოიჭრება. ტელეკომპანია Dozhd TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტებიც 12 ივნისს ტელეგრამით გამოქვეყნდა, იაშინი ამბობს, რომ შესაძლო გაცვლა მისთვის ემიგრაციის ტოლფასი იქნება და ამას "მიუღებლად" მიიჩნევს. "რუსეთში დავრჩი, რათა ვიყო რუსული ხმა ომის და დიქტატურის წინააღმდეგ. და, ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ჩემი ქვეყნის და ჩვენი ბედისწერის ნაწილი. მწამს, რომ რუსი პოლიტიკოსი უნდა იყოს რუსეთთან ერთად, როგორც ვამბობთ ხოლმე ჭირშიც და ლხინშიც" - ამბობს იაშინი. ასევე ნახეთ კრემლის კრიტიკოსი იაშინი ზედიზედ მეორედ გადაიყვანეს სამარტოო საკანში ...