ღამის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დაბომბვის პარალელურად, ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ქალაქ რაფაჰის დასავლეთის არეალში, რამაც, თვითმხილველთა თქმით, ბევრი ოჯახი აიძულა სიბნელეში დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები და კარვები. თვითმხილველები იუწყებიან, რომ ისრაელის ძალები რაფაჰის სანაპიროზე განთავსებული ალ-მავასის არეალისკენ მიიწევენ - ეს ადგილი ჰუმანიტარულ სივრცედაა დასახელებული ყველა განცხადებასა და რუკაზე, რომლებიც ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა მას მერე, რაც მაისში რაფაჰზე დაიწყო შეტევა. ისრაელის არმია უარყოფს ცნობებს, რომ ცეცხლი გახსნა ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში. ასევე ნახეთ ისრაელი განაგრძობს რაფაჰის დაბომბვას მიუხედავად საერთაშორისო აღშფოთებისა ...